გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა

11.03.2017 02:20

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით, გუდაურში პირველად გაიმართა დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საქართველოსმთავრობის წევრებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა. შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულები გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. უცხოელი დიპლომატი ქალბატონისა და მამაკაცის ნომინაციებში საქართველოში შვეიცარიის ელჩის მეუღლე ბარბარა კოჰლერი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის ხელმძღვანელი პიტერ დანისი გახდნენ. ხოლო უწყებებს შორის გამარჯვებულები გახდნენ ირინა კლიმიაშვილი (საგარეო საქმეთა სამინისტრო) და შოთა ბრელიძე (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ #dipski2017 მიზნად ისახავდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალისმოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo). დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტებისგანვითარების კომპანია“ იყო, რომელმაც დიპლომატებისთვის საშეჯიბრო სათხილამურო გზა მოაწყო და სპორტული ღონისძიება საჭიროინვენტარით უზრუნველყო.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა
01:11

გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri 2018 წელს გაიხსნება
00:26

გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gu...

PalitraNews

გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
00:23

გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
02:37

2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნე...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა
05:22

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა წარმატებით დას...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

\"ახალი გუდაური\"
02:00

"ახალი გუდაური"

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

VLOG#39 GUDAURI BIDARA SKIING 2020 - პირველი სრიალი გუდაურში ბიდარა
09:13

VLOG#39 GUDAURI BIDARA SKIING 2020 - პირველი სრიალი გუდაურში...

ZaaLand

ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის

ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო