გურამ შეროზია - შენთან ერთად ვბედავ / Guram Sherozia - shentan ertad vbedav

03/18/2019
Guram Sherozia-ის მიერ

კლიპი გადაღებულია სამ ქვეყანაში: ტაილანდი, ინდონეზია (ბალი) და ვიეტნამი.

მუსიკა, არანჟირება: კობა მესხია
ტექსტი: გურამ შეროზია
კლიპი: ლუკა გეგეშიძე

გამომყევით სოციალურ ქსელებში:
Instagram: https://www.instagram.com/guramsherozia/
www.facebook.com/guram.sherozia.blog/

კლიპში მონაწილე გოგონა - ანასტასია, სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეოში. ერთ-ერთი ღამის გადაღების დროს, მოვიდა და გვთხოვა, რომ მისთვისაც გადაგვეღო.

თავიდან ხუმრობად ჩავთვალეთ, ხოლო როცა თავისი ისტორია მოგვიყვა და კლიპში/ფილმში გადაღების ოცნება გაგვიზიარა - არც მეტი, არც ნაკლები - მთავარი როლი მოვუფიქრეთ.

ანასტასია ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც ოჯახიდან წამოსვლა მოუწია, თავს მეძავობით ირჩენს და ცნობილ მსახიობობაზე ოცნებობს. ვერ გეტყვით, რამდენად ავუსრულეთ ოცნება, თუმცა ოცნების ნაწილის განხორციელებაც, ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო.