გამარჯობა ჩემო კეთილო მაყურებელო და გულშემატკივარო.
როგორც მოგეხსენებათ მხარდაჭერის გარეშე ყველა დაწყებული საქმე განწირულია. იმისათვის, რომ არხმა შეძლოს უკეთესი ფუნქციონირება საჭიროა გარკვეული თანხების მობილიზება.
თუ გსურთ რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენს არხს , შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია აღნიშნული ბმულის გამოყენებით.
https://www.donationalerts.com/r/koba...
გმადლობთ მხარდაჭერისათვის.
დღეს განვიხილავთ თემას რომელიც ეხება ჰიბრიდი ღორების გამოყვანას.
პირველ რიგში ჩამოვაყალიბოთ განმარტებები იმისათვის, რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს მცნება თუ რას ნიშნავს ჰიბრიდი და რას ნიშნავს შერეული ნაჯვარი.
ჰიბრიდი
ჰიბრიდი, წარმოადგენს სუფთა ჯიშების შეჯვარების შედეგად მიღებულ შთამომავლობას, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღებენ მშობლებისაგან გარკვეულ თავისებურებებს. ჰიბრიდი შესაძლებელია იყოს 2 ან 3 ხაზიანი, ანუ გარკვეული სუფთა ჯიშის ნეზვის დაგრილება ხდება სხვა სუფთა ჯიშის კერატით, რაც გვაძლევს 2 ხაზიან ჰიბრიდ გოჭებს. ხოლო მიღებული 2 ხაზიანი ჰიბრიდის მესამე სუფთა ჯიშის ღორზე შეჯვარებით მივიღებთ 3 ხაზიან ჰიბრიდს.
ჰიბრიდიზაცია, იგივე ჰიბრიდი ღორების მოშენება, მეღორეობაში დამკვიდრებულია ხორცის ხარისხის და სხვა მახასიათებლების გასაუმჯობესებლად. ჰიბრიდი ღორები ძირითადად იწარმოება სახორცე მიმართულებისათვის, ხოლო საჯიშე მიმართულებისათვის მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რაზეც შემდგომში მოგახსენებთ. ჰიბრიდ გოჭებს (ღორებს) აქვთ მხოლოდ მათი მშობლებისათვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები და დაუშვებელია მათ სხეულზე კოპლების გამომჟღავნება.
მაგალითისათვის: იორკშირის ჯიშის სადედეს აჯვარებენ ლანდრასის კერატთან რის შედეგადაც მიიღება 2 ხაზიანი ჰიბრიდი, რომელსაც ეწოდება F-1 ჰიბრიდი. აღნიშნულ ჰიბრიდს მემკვიდრეობით მიღებული აქვს მაღალი ხორცის ხარისხი იორკშირი მშობლისაგან, ხოლო ლანდრასის ჯიშის მშობელი მას უხვრძიანობის თვისებას შესძენს. F-1 ჰიბრიდ სადედეს ძირითადად აგრილებენ სუფთა ჯიშის დიუროკის ან ჰემპშირის კერატით რის შედეგადაც მიიღება 3 ხაზიანი ჰიბრიდი.
შერეული ნაჯვარი
შერეული ნაჯვარი, წარმოადგენს 3 ხაზიანი ჰიბრიდის, სხვა ჯიშთან შეჯვარების შედეგად მიღებულ შთამომავლობას. ამ შემთხვევაში შთამომავლობა რომელიც მიიღება 3 ხაზიანი ჰიბრიდისა და სხვა ჯიშის შეჯვარებით არის არასტაბილური როგორც ვიზუალურად ასევე ხორცის ხარისხით. შერეულ ნაჯვარ შთამომავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს შორეული წინაპრების დამახასიათებელი თვისებები. ერთი დაიგივე ბუდეში შესაძლებელია იყოს რამოდენიმე სხვადასხვა ფერის გოჭი. ასევე შესაძლებელია გოჭები დაიბადონ შავი კოპლებით. არნიშნული მოვლენა მეტყველებს გენეტიკის გაფუჭებაზე და შერეული შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავლობა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გაუარესებული გენეტიკის მქონე შთამომავლობას მოიტანს. ამიტომაც აღნიშნული ნაზავი შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ სახორცე მიმართულებით.