უცხოური: მერილ სტრიპი სერიალში, „ალადინის საუნდტრეკი“, ორსული ქეით მიდლტონი საქველმოქმედო საღამოზე

01/25/2018
Music Box-ის მიერ

უცხოური სიახლეები:
• მერილ სტრიპი გასული წლის ყველაზე პოპულარული სერიალის, „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონში გამოჩნდება. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. მსახიობი სერიალში მოკლული მოძალადის, პერის დედის როლში მოგვევლინება, რომლის როლსაც ალექსანდ სკარსგარდი ასრულებდა
• ამერიკელმა მუსიკოსებმა, სელენა გომესმა და ზეინ მალიკმა სტუდია „დისნეის“ ახალი პროექტისთვის, „ალადინისთვის“ მთავარი საუნდტრეკი ჩაწერეს. ფილმის პრემიერა 2019 წლის მაისში იგეგმება და მისი რეჟისორი გაი რიჩი იქნება. მთავარ როლებს კი უილ სმიტი და ნაომი უოტსი შეასრულებენ.
• ორსული კეიტ მიდლტონი ფსიქიკური ჯანმრთელობის ბავშვთა თანადგომის სკოლას Roe Green ესტუმრა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ ოფიციალური ღონისძიებისთვის Sportmax-ის ცისფერი პალტო, Seraphine Ltd-ის კაბა და Beulah London-ის აბსტრაქტული ნახატებით გაფორმებული შარფი შეარჩია. ამ გამოსვლით მიდლტონმა მომავალ დედებს კიდევ ერთი გემოვნებიანი სტილის მაგალითი მისცა.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან