Bara. - მე ვწერ...

07/10/2020
Bara #DavidBarabadze-ის მიერ

Prod. by: Hanto Beatmaker
Contact Hanto Beatmaker:
YouTube:    / hantbeat  
Instagram:   / hanto.beatmaker  
BeatStars: https://www.beatstars.com/hanto_beatm...
SoundCloud:   / hanto_beatz  

Gif by: George RedHawk.
George RedHawk:
YouTube:    / darkangel0ne  

• If any producer/label or photographer has an issue with this upload, please contact us ( [email protected] ) and we will delete it immediately.

Verse 1
მე ვწერ და ზოგჯერ ვუბერავ როგორც შეშლილი ქარი
და ჩემს ლექსებს გაიგებს ალბათ მარტო ჩემი ქალი.
შენ ალბათ მართლა არ გწამს მარა ბარა სანდო არი,
მე მყავს პრინცესა და თავად ვარ კეთილი ჯადოქარი.

აქ იშვიათად წვიმს მაგრამ თავსაც არ იქებს დარი,
აქ ისევ დამრჩა წარსული და ცოტა მეგობარი,
აქ კვლავ თავს იჩენს სიბნელე გზას მინათებს ლამპარი,
შენ სულ სხვაგან ეძებ სიმართლეს და ის მარტო აქ არი..

შენ თუ ფიქრობ რომ ეს სამყაროა ცუდი ზღაპარი
და ეს ფერებია ყალბი მაშინ ნამდვილი სად არი?
ამ ილუზიის ქმნილებებს გთხოვ აუხილე თვალი
და შენც შეინახე სახსოვრად ეს საოცარი წამი.

მე მიკვირს ზოგჯერ თან რომ მდევს ისევ ამ სევდის ჯარი
მე ვცადე ცაში გაფრენა და მივიღე უარი.
აქ როცა წვიმდა – ცოდვები – მე ავიფარე ფარი
და მაინც ცოდვილი გახლავარ, ვისი არის ბრალი..?!

ბევრჯერ მივსულვარ მათ ჩემთვის არ გაუღიათ კარი
და მერე დაგაჯერებენ რომ არი – მეგობარი.
ხომ იცი ზუსტად აქ ჩნდება ჩვენს შორის დიდი ბზარი
და აღარ გინდა შემდეგში ჩემთან ტრუხა ბაზარი..

Verse 2
მე ყველას გვერდში ვედექი მაგრამ არ მქონდა მათი ვალი,
და ყველაფერი მეც ვიცი რომ არის წარმავალი..
როცა გამიჭირდა შენ სწორედ მაშინ დაიმალე
მე ვეძებე და ვიპოვე ეს თქვენი სამალავი...

მე ვწერდი ლექსებს უფრო ჩემი ცხოვრების სცენარებს,
ვუსხამდი წყალს და ვზრდიდი, როგორც პატარა მცენარეს...
მე ვაგინებდი ბედს თუმცა გამიღიმა ბედმა
როცა თავი კი არ გაწირა, სიცოცხლე მომცა გედმა...

ყველაფრის მიუხედავად მე უარი ვთქვი ყველაზე
და მხოლოდ ერთი მსურდა ახლაც ერთი მსურს ქვეყანაზე..
მე ყველა კარი დავხურე, არა უფრო მეტიც დავრაზე
და ამის მერე გამაზე, მოპატიჟება ყავაზე...

შენ არ ხარ ჩემი მეგობარი ეს გითხარი,
მე მახსოვს ადრეც ასე იყო ეს არ ყოფილა სიზმარი,
თუ ვერ იგებ ჩემს ნააზრებს აქ აზრი ყოფნის არ ვიცი,
დღეს ვუსმენ საკუთარ თავს და ყოველ სიტყვას განვიცდი...

მე ვპოვე სინათლე ყველაზე მეტად რაც მსურდა
თან იმდენი რამ დავკარგე რომ ახლა ვხედავ აბსურდად,
ახლა იმდენი რამ დაიწყო, მაგრამ იმდენი დასრულდა
ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის წარსული გაუფასურდა..