ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფორმაციის ნაკლებობა მედიისთვის
11/05/2020
ტელეკომპანია ბორჯომი-ის
მიერ
სამცხე-ჯავახეთში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სამხარეო ადმინისტრაცია არის რეგიონული მედიისთვის ინფორმაციის გავრცელების ფაქტობრივად ერთადერთი წყარო, რომელიც ყოველდღიურად გვაცნობს კოვიდსტატისტიკას მუნიციპალიტეტების მიხედვით. თუმცა, ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ ციფრებით და სხვა კითხვები რჩება უპასუხოდ. ადგილზე ჯანდაცვის სამსახური და სხვა პასუხისმგებელი პირები კი ხშირად თავს იკავებს ჩართვებისგან და კომენტარების გაკეთებისგან იმის შესახებ თუ რა რისკები არსებობს ქალაქში, რა სახის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ და როგორია რეალური სურათი ბორჯომში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით. ადგილობრივი მოსახლეობა კი ითხოვს მედიისგან უფრო მეტ ინფორმაციას, თუ რა ხდება მათ ქალაქში, სოფელში და უბანში, რომ უკეთ შეძლონ ვირუსისგან თავის დაცვა.
ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად რთულია ჟურნალისტებისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მოპოვება და როგორ უნდა იმუშაოს მედიამ, რატომ იბლოკება ინფორმაციები და რატომ არიდებენ თავს პასუხისმგებელი პირები კითხვებზე პასუხის გაცემისგან - \"დღის ამბების\" შეკითხვებს პასუხობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძვანელი ნათია კუპრაშვილი.
#კორონავირუსი #ინფორმაცია #მედია #ჟურნალისტი #ტელეკომპანიაბორჯომი