მიქაელი - მათი ქმედება

09/27/2022
მიქაელი-ის მიერ

მუსიკალური მხარე: მიქაელი

   / @michaelibeats  

ლირიკა:

მე მივაგენი მდგომარეობას რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი
სძულხარ შენივე მოსახლეობას ამდენს აქამდე რატომ ითმენდი

მან მიეჩვია ყველგან ღრეობას ყოველთვის ბოლოს მოკლა იმედი
ვგრძნობ ჩემი სიტყვის მონაცვლეობას ამით ყველგან და შორს რომ ირბენდი

..........

უდაბურ მთიდან უდაბურ ტყეში
ნაპერწკლებს ისვრის ყვითელი ალი

რა ცივად მოდის ქარი და თქეში
და ისევ ჯვარცმას ცდილობდა ქალი

მაშინ დაიწყო ქარის თარეში
სადღაც შორს იდგა მზე და მზის ცალი

მოგიხსენიებ ჩემს სასახლეში
დამისხი მთვარის ცრემლების წყალი


…........

თუ გვიანია ჩემი გამოსვლა ვნახოდ როგორ რა ვის რა ერგება
მზის ბრმა თვალებით ჩასვლა ამოსვლა ვნახოდ ჩემს თავში რა ინერგება

უცნაურია მათი გამოთვლა მათი სიტყვები და მოქმედება
მიწევს მიწიდან სიბრძნის ამოთხრა ის შენს სარკეში ვერ იხედება

მე ვერაფერი გადამედება თუ ეს ყველასთვის გადამდებია
არც არაფერი არ იკეტება ყველგან ხსნილია ყველგან ბნელია

ის შენ მიწაზე დაეხეტება და ეს სივრცე ხომ ხატაეთია
მზე სასიკვდილოდ არ მემეტება და გამეტება მეტისტია