ქეთი შავგულიძე - თეატრი არათეატრალურ სივრცეში

09.12.2020 41:52

XX საუკუნის 60-70-იან წლებში, ვიზუალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებმა გამოხმაურება ჰპოვა თეატრში. გარემოს თეატრის (environmental theatre) სპექტაკლებმა უჩვეულო გარემოში გადაინაცვლა: ფარეხში, ქარხანაში, ეკლესიაში, კაფეში, ქუჩაში... ტრადიციული თეატრისათვის ჩვეული, აღქმის ერთიანი ფოკუსი მრავლობითმა შეცვალა, გამიჯნული სივრცე კი - ერთიანმა. საქართველოში “გარემოს თეატრის” ერთადერთი ტიპური ნიმუში მეტეხის ტაძარში ფუნქციონირებდა. ქეთი შავგულიძის ლექცია „თეატრი არათეატრალურ სივრცეში“ პროექტის მხარდამჭერია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. http://ed.artarea.ge/

გაზიარება: