ახალი უკანონო ნაგებობა საოკუპაციო ხაზთან

ახალი უკანონო ნაგებობა საოკუპაციო ხაზთან. სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები ქვის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულება ექნება ინსტალაციას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ახალი სათვალთვალო კოშკურა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმაცია გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებშიც, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ნინო ფისაძე ბოლო ინფორმაციით ხურვალეთიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები