ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება

14.05.2016 03:40

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება გაიმართა. სწავლების ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან - AT-4 და SPG-9 საბრძოლო სროლები განახორციელეს. საბრძოლო სროლების შემდეგ სწავლების მონაწილეებისთვის თეორიული მეცადინეობა გაიმართა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობებს გაეცნენ, ამერიკელმა სამხედროებმა კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია შემდეგ ბმულებზე:   / thedeaddistrictaviationarea   http://scout-thedeaddistrict.blogspot...

გაზიარება: