უკანონო ინსტალაციები ქარელის მუნიციპალიტეტში

2 თვის წინ

ისევ უცვლელია ვითარება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სადაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საგუშაგოები ქარელის მუნიციპალიტეტში დაამონტაჟეს, უფრო კონკრეტულად კი, ოკუპანტებმა სათვალთვალო ჯიხური სოფელ ატოციდან სამ კილომეტრში ჩადგეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დღეს აღარ გამოჩენილან, თუმცა სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზიც. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან