ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა


უკრაინის პრეზიდენტმა გენერალურ შტაბს მიმართა, რომ ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმონ. საუბარი წვევამდელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის დატოვების უფლებასთან დაკავშირებით ცვლილებებს ეხება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური შტაბის ახალი დადგენილების მიხედვით, წვევამდელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს ომის დროს საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ შესაბამისი უწყებების ნებართვის გარეშე. ამავდროულად, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სპეციალური ნებართვის მიღება 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან