ზურა ბენიაიძე - აღდეგ საქართველო!

მეგობრებო, ეს გახლავთ ზურა ბენიაიძის ოფიციალური არხი, ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ, სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება. პატივისცემით, ზურა ბენიაიძე ტექსტი და მუსიკა: ზურა ბენიაიძე გარმონი: ბუღა ბაღდავაძე ჯემბე: თორღვა გოგოჭური ფანდური: გიორგი გოგინავა არანჟირება: ბექა გაბუნია ტექსტი: დახურეთ საზღვრები, სამშობლო ავადობს და შეწყდეს მოსმენა სხვა ერთა ჩიჩინის! დახურეთ საზღვრები, ჩვენ თვითონ მივხედოთ შევწყვიტოთ ერთურთის ტკივლზე სიცილი... შევწყვიტოთ უღმერთო, უაზრო ტატანი, ტაძრების ნგრევა და შიგ სულთა ღრეობა, დაბრუნდეს ქართველი, დაბრუნდეს ქართული, დაბრუნდეს სინდისი და ჩვენი მეობა. მეობა მძინარე და დავიწყებული, მეობა გარეშე ცოდვათა კრებულის, მოვკალით ილია! მოვკალით ზვიადი! წაგვერთვა მადლი და წილად გვხვდა წყვდიადი. დრო მოდის, დრო მოდის ბნელეთის შავებში, კვნესის და ოხრავენ სამება, სიონი დრო მოდის, მოდიან და ემზადებიან იქ ზემოთ, ერთობა აქ კავკასიონის! აღდექით ქართველნო, სიფხიზლის დრო არის, მტვერი და ჭუჭყები ,,ტახტს " ჩამოვაწმინდოთ, აღდექით ქართველნო სამეფო დრო არის, ჩვენივე დასვრილი ჩვენ უნდა გავწმინდოთ! აღდექით, აღდექით კარს გვადგას უფალი, აღდექით, იფხიზლეთ, ისინიც მოდიან, ვიფხიზლოთ ძილისგან ლაზარეც იღვიძებს, იმსხვრევა , ინგრევა, სიკვდილის ლოდია. დახურეთ საზღვრები, წყეულს ამეფებენ, და ჩვენსკე იწევენ ბოროტთა ქარები, დახურეთ საზღვრები, ღვთისმშობლის მიწისა, დარაჯად დგებიან წმინდანთა ჯარები...

მსგავსი ვიდეოები