შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო


შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ხ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე, 1967 წელს დაბადებული რამაზ გ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1981 წელს დაბადებული ვასილ ბ, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. და 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ დ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ტყითსარგებლობის ფაქტზე, ხოლო 1984 წელს დაბადებული ალექსი თ. და 1966 წელს დაბადებული დავით ც. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:http://goo.gl/ZK6y4j

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან