სამაგიდო თამაში - Wingspan / ფრთაშლილი - მიმოხილვა ქართულად

04/12/2021
Summer Set Kutaisi-ის მიერ

არხის ფინანსური მხარდაჭერისთვის - https://paypal.me/chazu?country.x=US\u0026...

ორნიტოლოგია თუ გიტაცებთ, ცხოველთა სამყარო გიყვართ ან უბრალოდ ლამაზი არტები გხიბლავთ, მაშინ ვინგსპენი, ანუ \"ფრთის სიგრძე\"/ფრთები ის ბორდგეიმია, რომელიც აუცილებლად უნდა ითამაშოთ. ჩრდილოეთ ამერიკის 170-მდე ფრთოსანის შესახებ მცირე, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია, მათი ჰაბიტატი, მათი ჩვევები და ვიზუალი გადმოცემულია მშვენივრად შესრულებულ ბარათებზე. თამაშის მექანიკა არ დატოვებს ნაწყენს წმინდა ევროგეიმერებსაც, რადგან ძირითადი მიმართულება ძრავის მოწყობა და შემდეგ მიღებული ქულებით ტკბობაა.
სტოუნმაიერისათვის დამახასიათებელი ნატიფობით დამზადებული კომპონენტები, კამათლების კოშკი და მოთამაშეთა ბორდები განაპირობებს იმას, რომ ამ თამაშმა დაჩრდილა ყველაფერი 2019 წელს და დღესაც საპატიო ადგილზეა BGG-ს ასეულში.

გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვეხმარეთ პოპულარიზებაში და რაც მთავარია, ითამაშეთ მეტი ბორდგეიმები!!