ნიკა მელია გიორგი გახარიას განცხადებაზე - 24/07/2021

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია გიორგი გახარიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბრობს, რომ 20 ივნისის მთავარი ნეგატიური გმირი სწორედ ნიკა მელიაა. ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, გახარიას "მსგავსი კომენტარების კეთებას ურჩევნია გაბედოს და კენჭი იყაროს" და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინაა მთავარი ნეგატიური გმირი. "არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, საქმით დაამტკიცოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის არის მართალი და მე ვარ მტყუანი", - ამბობს მელია. ცნობისთვის, სწორედ გიორგი გახარიაა, პირი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი იყო და სწორედ მისი მინისტრობისას დაშალა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმმა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. ამ დღის "ყველაზე ნეგატიურ გმირად" კი გახარია ნიკა მელიას მოიხსენიებს. ამბობს, რომ ნიკა მელიას კანდიდატად დაყენება მხოლოდ "უსუსურ ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა".

მსგავსი ვიდეოები