Balcony Gardening | Tbilisi | #მწვანეამბოხი

08/24/2016
Ahasfer-ის მიერ

ყველას გვინდა ლამაზ ქალაქში ცხოვრება, ყველა ველოდებით ცვლილებებს სხვისგან. ვიწყებთ ესტაფეტას - \"ჩემს ქალაქს ვქმნი მე\".
ყველამ გამოვფინოთ ფასადზე თითო მცენარიანი ქოთანი მაინც, მოვუაროთ, გავცვალოთ რჩევები მოვლაზე, სად შევიძინოთ, როგორ გავამრავლოთ, ა.შ. და ასე შევცვალოთ ჩვენი ქალაქის სახე.
ატვირთეთ თქვენ მიერ გასალამაზებელი ფანჯრის, აივნის, ტერასის ა.შ. ფოტო მცენარემდე და მისი დარგვის შემდეგ. პირობა - უნდა ჩანდეს ქუჩიდან (ეზოდან) გამვლელებისთვის.
ვისაც უკვე დარგული გაქვთ, პირდაპირ ატვირთეთ ფოტოები და გაგვიზიარეთ გამოცდილება.
1 ოქტომბერს შემაჯამებელი ფოტოსესია გამოიფინება და ვნახოთ, როგორ შევძლებთ ქალაქის სახის შეცვლას უკეთესობისკენ.
არათემატური ფოტოები და პოსტები წაიშლება გაფრთხილების გარეშე.
მოთხოვნა მარტივია:
-ამ ღონისძიებაში ატვირთეთ მცენარის ფოტო, რომელსაც თქვენ შემატებთ ქალაქს შენობის ფასადზე.
#მევალამაზებქალაქს
#მწვანეამბოხი

https://www.facebook.com/events/17775...