Lado - Mic Check

26.03.2023 03:47

Follow: LADO x LUX ♛ Youtube: https://www.youtube.com/channel/UCtPu.. ♛ Instagram:   / lux_bklyn   Lyrics Verse # 1 არ დამჭირდება მაღალ მთაზე შემოდგომა როგორც Cohen Ben ს რომ ზუსტად ავხსნა არსი რჯულის კანონის რომელიც გადასცა ნოემ ბერს ლირიკული აღთქმა Random Flow ზე თუ MC ს ყველა Skill ი აქვს გამოდის ჩართულია Lado Mode ზე რეალობაც იმსხვრევა კრისტალის მეჩეთის ხშირი სტუმარი გახდა მას შემდეგ რაც ჩემმა ტყვიამ იმსხვერპლა ის ლამის ბარებს ვიყენებ სწორ გიდად და მერე შუაზე ვყოფ როგორც ლატვიის დედაქალაქს ანუ ორ რიგად ცივი Punch ები სუსხად მათზე ვინც შეუშინდა სიცივეს რაც აისახა სუსტად ხმაზე ზუსტად 8 ზე დავიწყე MC ის განადგურება მასებთან ფაქტით და იმდენად დავხიე უკან როცა მოვრჩი 8 ს ეკლდა 10 ეკტოპლაზმური სეანსით გიპყრობ რომ შევადარო გოდება ამიტომ თუ მე ცუდად გავხდი შეიძლება შენ დაკარგო გონება სიტყვები ვერ ამყარებს ვერსს თუ მხოლოდ დებს Cash ს მაგრამ როცა მე მაქვს Mic ი თავად წნეხი ექცევა ჩემს ქვეშ Hook 2X Bad Man Dem Boy Waan Clown Bum Bum ჩემი Sensimilla და ცეცხლი პირველ რიგში მერე დავძენ რომ დავცინებ შენს რეპს როგორც Dave Chappelle ის შოუზე მსხდომთ პირველ რიგში Verse # 2 ენას ვიჭრი ორად თუ მაიგივებ ზოგს რომ შევძლო ორ სხვადასხვა MC სთან Battle ორ სხვადასხვა ადგილას ერთი და იგივე დროს ფილოგენეტიკურ ელექტრონებად გშლი როგორც META სხივი ჩემი Punch ები არის უსახლკარო ესკიმოსზე მეტად ცივი ვხაზავ ცხრილს ამ თემაზე თან ისე ვუსწრებ დროს რომ დამწეოდა შუაღამე ჩემთან დადგა 9 ის ნახევარზე 6 ბარით შეგჭამ როგორც განაჩენის აქტი და მერე მიმტანს ვთხოვ რომ წასაღებად შემიფუთოს დანარჩენი 10 სანამ გადმოგცემენ დანაბარებს იცოდე უკვე ბლაგვია და ვეღარ გაჭრის შენი დანა Bar ებს კამათლებით თამაშში ნუ ჩარევ მეორე ნახევარს თუ ვერ აგროვებ მცირედს თორემ შეყვარებულებსაც ვტოვებ ცივად ანუ ვაგორებ წყვილებს და მგონი სჯობს რომ მიხედონ თავის ქალებს სანამ მიკროგრანულ ფრაგმენტებად დავუმსხვრევ მათ თავის ქალებს რადგან ტყვია სულ ფასობს ყველანი კედელთან თითქოს ესტონეთის დედაქალაქს წინ ვუმატებ ''ს'' ასოს არადა ვერბალურ-ლირიკულ აბებით Bar ს მე რომ ვდებ უცხოპლანეტელებს არ სჯერად რომ ვარსებობ მე თუ ოპონენტი წინ მიდგას და ან ვერ ვცლი Type ს მაშინ გამოვტოვებ ლაინს ისე რომ თესლი გამოვა ვერსი მაინც მინდა წესად............. ხომ ვთქვი რომ გამოვიდოდა თესლად თუ მაინც მახსენებ ხაზებში რომ ჯერ მოვრჩეთ ომს ჩემგან პასუხად მიიღებ 16 ს როგორც 4X4 ს ცხელი გონებით წერას ვამჯობინებ ცივად ამიტომ შენს სიცოცხლეშივე შენს გოგოს მე თავს ვაგრძნობინებ ქვრივად როგორც შორს წასულს რომ ელოდება მოძმე ისე ჩუმად მოგიშორებ იეჰოვასაც არ ეყოლება მოწმე

გაზიარება: