თბილისი. საახალწლო სამზადისი რუსთაველის გამზირზე
თბილისი. საახალწლო სამზადისი რუსთაველის გამზირზე. საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირიდან, კერძოდ, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ვაჩნაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 9 დეკემბრის 01:00 საათამდე და 9 დეკემბრის 12:00-დან 23:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ფურცელაძის ქუჩებიდან, ხოლო თავისუფლების მოედნიდან გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით აიკრძალება. რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხიასა და ინაშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან, ხოლო მთაწმინდის დანარჩენი ქუჩებიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, კაკაბაძის, მაყაშვილისა და ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს: ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებით, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩაზე, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.
misha robaqidze-ის სხვა ვიდეოები
თბილისი. იშვიათი წიგნები და ალბომები. საღამო “ბუკი...
Тбилиси. Проспект Руставели и его окрестности. Хра...
90 იანი წლების თბილისი
მინიატურული მოდელების მაღაზია “მინიმა”. თბილისი. ტ...
Тбилиси. Вечерняя прогулка по городу. С Авлабара в...
თბილისი. ვაკე. ჭავჭავაძის 22 ნომერი. რა ხდება შუაღ...
Тбилиси. Авлабар- Ортачала- Крцаниси- Шиндиси- пар...
Тбилиси. Отель “WINE PALACE”. Оазис комфорта, уюта...
მსგავსი ვიდეოები
საახალწლო ღონისძიებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხი ის, რაც გვაერთიანებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#პირადიექიმი გაჯიუტებული ბავშვები და საახალწლო სამზადისი
#ახალიდღე საახალწლო სამზადისი გისოსებს მიღმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა საახალწლო სამზადისი ხანდაზმულთა პანსიონატში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე როგორ მიდის საახალწლო სამზადისი ქართულ ოჯახებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საახალწლო სამზადისი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საახალწლო კონცერტი ევროპის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster