წამი - I Just Know Your Name (6) [2002] (ქართული ტალღა)
ალბომი: „ქართული ტალღა“, vol.1 ჩაწერილია: გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაში G’s Own Studio ალბომის გაფორმება: ანდრო ზვერევი გამოშვების ადგილი და წელი: ქუთაისი © 2002 ალბომის გადმოსაწერი: https://ermonia.blogspot.com/2012/06/... ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის – გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 1990-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტების სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე: „ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, „ტიტანიკზე“, ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა.შ. 2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი „ქართული ტალღა-I“ და „ქართული ტალღა-II“ ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე. ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან „შუქი მოვიდა“) სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის „სიყვარულის ანგელოზოც“ ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი“. პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის, „პულსის“ სიმღერა „მთვარე“, რომელიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.
Lasha Gabunia-ის სხვა ვიდეოები
Outsider - ღია რეპეტიცია ბჟოლებში [22.09.1998] (ნა...
„ანარეკლი“ - Bajoo \u0026 Chi - ბედნიერი როკ-ენ-რო...
Outsider - Live In Kutaisi GPI Club (05.09.1997)
Outsider \u0026 Friends - Live At Theater In Bzhol...
უცნობი შემსრულებელი - კინტოს სიმღერა [1950's] (X-R...
05:08
ჰამლეტ გონაშვილი და „რუსთავი“ - ზამთარია (1989) [V...
31:12
Outsider - „მარგარიტა 96“ (LIVE) [13.07.1996]
17:09
კონსტანტინე გამსახურდია [1961] (Vinyl Single Rip)
მსგავსი ვიდეოები
რადიარდ კიპლინგი - "თუ" | #სხვაპოეზია
Shalva Berianidze
ყოველი წამი კონცენტრირებული ქრისტეზე I ამონარიდი ქადაგებიდან...
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმ...
Parliament of Georgia
ირაკლი \u0026 ოთო - წამი(ტექსტი) oto \u0026 irakli - wami ly...
Music World
წამი - You Are Wrong (15) [2002] (ქართული ტალღა)
Lasha Gabunia
ტერენტი გრანელი — ლოცვა გაფრენისთვის
Temur Kikava
წამი ♥
natato nata
#წამი - ია \u0026 ლიკა (KS Remix)
Kakhi S Mouse