ცხიმის წვის 7 საიდუმლო

01/12/2020
Athlet TV-ის მიერ

https://athlet.ge/product/95/melatonini მელატონინი ძილის ჰორმონი
https://athlet.ge/ckhimis-mwveli ძალიან კარგი ცხიმის მწველები
ცხიმის წვის 7 საიდუმლო
1) ცილების მიღება
2) ცხიმების მიღება.
3) ინტესნსიურ ინტერვალური ვარჯიშები.
4) 7-8 საათი ძილი ღამე.
5) წყლის დალევა.
6) ნერვოზის მართვა.
7) ვარჯიში დიდი კუნთების ჯგუფების

1 ცილების მიღების აუცილებლობა

ცილები ანუ პროტეინები ამინო მჟავების ჯაჭვისგან შედგება. ჩვენს სხეულს საარსებოდ ესაჭიროება სამი ძირითადი მკვებავი ნივთიერება: ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ცილისაგან შედგება კუნთები, კანი, ჰორმონები, სისხლძარღვების კედლები, მყესები, ხრტილები. ადამიანის წონის 17 % არის ცილები. მათ აქვს თერმოგენული ფუნქცია ანუ შინაგანი ტემპერატურის აწევის შესაძლებლობა და ცხიმის წვის გააქტიურრება.

2) ცხიმების მიღება
ჩვენი ტვინის 80 % შედგება ცხიმებისგან. როდესაც ცხიმების და განსაკუთრებით ცხოველური ცხიმების ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი, ტვინის ფუნქციონირება ქვეითდება. ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა 100-ზე მეტი ჰორმონი, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ნივთიერებათა ცვლას. ცხოველური ცხიმი ორგანიზმში არის ქოლესტერინის წარმოქმნის წყარო. ქოლესტერინის გარეშე კი ვერ სინთეზირდება ტესტროსტერონი ანუ ზრდის ჰორმონი.
ცხიმისწვის პროცესში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ნებისმიერი ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი, იმის გამო რომ ის არასწორად იკვებება და ხშირად მიირთმევს შაქრის შემცველ პროდუქტებს, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. წონის კლების პროცესში თუ ჩართავთ რაციონში ცხოველურ ცხიმს – ერბოს სახით, ან კვერცხს გულით, ორგანიზმი აივსება ჟანგბადით და ენერგიით. თქვენი ორგანოები უკეთესად დაიწყებენ ფუნქციონირებას, უკეთესად ივარჯიშებთ, შესაბამისად უკეთესად დაიკლებთ წონაში. ადამიანები რომლებიც მოიხმარენ ჯანმრთელ ცხიმს არ ემუქრებათ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და გაცხიმოვნება.
ცხიმებს აქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – ენერგეტიკული ღირებულება. 1 გრამი ცხიმი გვაძლევს 9 კილოკალორია ენერგიას.
3 ) ცხიმი იწვება მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიშის დროს. რაც გულისხმობს მაღალ ინტენსიური დატვირთვის მინიმუმამდე შემცირებას, და პირიქით, მაგალითად ძუნძულით სირბილიდან სწრაფ სირბილზე გადახვალთ მსგავსი გამეორებებით ვარჯიში 20-30 წუთი, ასევე წრიული ვარჯიშები შესვენების გარეშე რამდენიმე სახის ვარჯიშის კეთება, ახტომები აზიდვები ჰიტ ვარჯიშები და სხვა. როგორც კი მთავრდება გლუკოზის და გლიკოგენის ანუ ნახშირწყლების მარაგები, ორგანიზმი საწვავად რთავს ცხიმოვან მჟავებს, იწყება ცხიმის დაჟანგვა და ამ მომენტიდან მიდის ორგანიზმში ცხიმის წვა. მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიშის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ არ არის საჭირო მაჯისცემის კონტროლი, სჭირდება ნაკლები დრო და ნაკლებად შლის კუნთებს ვარჯიშის დროს. კიდევ ერთი მიზეზი ზემოთ ხსენებული სახის ვარჯიშებისა ის არის რომ 24 საათის განმავლობაში გრძელდება ცხიმის წვის პროცესი ვარჯიშის შემდეგ.
4) კარგი ძილის რეჟიმი
ცხიმის წვის პროცესი არ მიმდინარეობს მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში. მაქსიმალური შედეგისთვის აუცილებელია მინიმუმ 7-8 საათიანი ძილი ღამეში. ძილი დიდ როლს თამაშობს ცხიმის წვის პროცესში, თუ არ გძინავთ საკმარისად ორგანიზმი ვერ დაისვენებს, არ მოხდება აღდგენა, ოგანიზმი განიცდის ტრესს, რომელიც ხდება მიზეზი ტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გააქტიურებისა. უძილობა იწვევს მადის მომატებას და არასწორი კვების რეჟიმს ამკვიდრებს. კარგი ძილისთვის უმჯობესია გრილ ოთახში თუ დაიძინებთ და გამორთავთ ყოველგვარ ელექტრო მოწყობილობას, თუნდაც მობილური ტელეფონი, რათა მშვიდად გეძინოთ. 12-დან 3 საათამდე გამოიყოფა ძილის ჰორმონის მელატონინის ძირითადი რაოდენობა, რაც ანელებს დაბერების პროცესს. მელატონინი საკვები დანამატის სახითაც არსებობს რაც მაქვს ჩემს საიტზე athlet.ge გაყიდვაში და საკმაოდ იაფიც ღირს.

5 წყლის დალევა
წყალი არის ყველა ნივთიერების გამხსნელი, ის მონაწილეობს ჩვენ სხეულში მიმდინარე ყველა პროცესში. ჩვენი სხეულის 70-80 % შედგება წყლისგან. დღის განმავლობაში ადამიანი ხარჯავს ბევრ წყალს და თუ არ აღვადგენთ ბალანსს, გვექნება შეშუპება. წყალი უზრუნვეყოფს თირკმელების გასუფთავებას მავნე ნივთიერებებისგან, გამოდევნის ორგანიზმიდან, ნარჩენებს რაც რჩება ორგანიზმში საკვები ნივთიერებების გადამუშავებისას. ასევე ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
6 სტრესის მართვა
სტრესის მართვა აუცილებელია, ყოველდღიურად მასთან ერთად ვცხოვრობთ. სტრესის ჰორმონია კორტიზოლი.მისი გამოყოფის პიკი მოდის დილის 8-9 საათზე, ის ეხმარება ორგანიზმს ამოქმედებაში, ამიტომ არ შეიძლება ამ დროს ვიწვეთ საწოლში და გვეძინოს, ამით ჩვენ შოკში ვაგდებთ ორგანიზმს. ნერვიული მდგომარეობა შესაძლოა იყოს ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე სამსახურიდან, მეგობრებთან ურთიერთობებით გამოწვეული დაძაბულობა, მაგრამ უნდა ვეცადოთ პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს და მათი მოგვარებაც უფრო გაადვილდება. თუნდაც წონის მომატებაზე ან დაკლებაზე ნერვიულობა მავნებელია. მისი გადაჭრის გზებზე დავხარჯოთ ენერგია და მცდელობა ნერვიულობის დროც აღარ დაგვჩება. ვარჯიშის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, ეცადეთ დაკავდეთ ფიტნესით ვარჯიშით. სტრესებს ასევე ამცირებს ჩახუტება და სექსი.
7 ავარჯიშეთ დიდი კუნთების ჯგუფები
დიდი კუნთების ჯგუფის ვარჯიშის დროს იწვება ბევრი კალორია როგორებიც არის ფეხები, მკერდი და ზურგი.

ვიდეოები „Athlet TV"-ისგან