იჟი სკვორის ვიზიტი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა. ის ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და თანამშრომლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ცენტრში არსებული მომსახურებებისა და მიღწევების შესახებ. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში კარიტასის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე სათემო მობილიზატორებს შეხვდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ და სკრინინგ პროგრამებზე მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას. "ბოლოს აქ სამი წლის წინ ვიმყოფებოდი და მიხარია, რომ შენობა უკვე დასრულებულია, სრულად აღჭურვილია და ფუნქციური. ასევე აღსანიშნავია, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო სათემო მობილიზატორები, რომლებიც სკრინინგის შესახებ ინფორმაციას საკუთარ სოფლებსა და ქალაქებში ავრცელებენ. მათი როლი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით დიდია, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. სკრინინგ ცენტრი მომავალშიც უფასოდ შესთავაზებს სერვისებს რეგიონის მოსახლეობას", - აღნიშნა იჟი სკვორმა.ვიზიტის ფარგლებში ის ახალკახათის სოფლის ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც უბნის ექიმებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/radioatinati.ge Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinati1059fm/

მსგავსი ვიდეოები