ქალთა მიმართ განხორციელებულ კიბერ ბულინგზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
პროექტის „#შენიუსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ახალციხელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ტრენინგზე პერსონალურ მონაცემებსა და ონლაინ სივრცეში მათ დაცვაზე, ქალთა მიმართ განხორციელებულ კიბერ ბულინგზე, სამართლებრივ ასპექტებსა და კიბერ სოლიდარობაზე იმსჯელეს. შეხვედრა, რომელსაც 20-მდე ახალგზარდა ესწრებოდა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისში გაიმართა. სამიზნე აუდიტორიაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები 15-35 წლის ახალგაზრდები, ასევე თემით დაინტერესებული პირები. ტრენინგების ციკლი რამდენიმე თვე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა ახალციხეში ჩატარდა, შემდეგი დაგეგმილია ადიგენსა და ვალეში. ტრენინგი ძირითადად, ახალგაზრდებზეა გათვლილი. პროექტი მიზნად ისახავს ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის/მუქარის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, პრევენციის, მასზე რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარადაჭერას. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია" (CIA) ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...
საქართველოს პროკურატურა
ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კ...
TV4. ge
საია ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევების შეს...
knews. ge
საია ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგს იწყებს
ტელეკომპანია თანამგზავრი
ანა არგანაშვილი ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხ...
Partnership For Human Rights - PHR
2014
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია