"jonis's story" ფილმის ჩვენება ზუგდიდში.

07/17/2012
odishitv-ის მიერ

დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა. ამჯერად შეხვედრაზე აუდიტორიამ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხზე ფილმი სახელწოდებით \"jonis's story\" იხილა . შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების თანამონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის საქმეში .

ფილმის ჩვენებას დემოკრატიული ცართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიის წევრები, საგანმანათლებლო სტრუქტურის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამღვდელოება ესწრებოდა

შეხვედრა ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას ორგანიზებით შედგა, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/