რა ხდება რიონის ხეობაში?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, სამშენებლო მოედნიდან საუბრობს, სადაც თვეების განმავლობაში "ენკა" არ გამოჩენილა. ენკას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი, დათარიღებული 12 ივნისით, იტყობინება, რომ ისინი არცერთ შემთვევაში არ აპირებენ პროექტის შეწყვეტას და პროცესები გაგრძელდება. 3 თვიანი დაპაუზების ენკასეულ მიზეზებზე სასაუბროდ ნამოხვანჰესის აღმასრულებელ დირექტორს, მერაბ ლომინაძეს, ვესაუბრეთ. კითხვაზე, თუ რატომ არის შეჩერებული სამშენებლო პროცესი, მივიღეთ პასუხი, რომ ის "სათაო ოფისის მითითებით", ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. ფაქტია, მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, თუმცა სამუშაოები შეიძლება ნებისმიერ დროს გაგრძელდეს. გვიპოვეთ აქ: Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.... Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​ #მაუწყებელი​

მსგავსი ვიდეოები