,,სავალდებულო ავანსი“ - ბიუჯეტის ,,შესრულების“ მავნებლური მეთოდი
როგორც ჩანს, თბილისის მერი – დავით ნარმანია, მის მიერ, უკვე სეკვესტრირებული ბიუჯეტის შესრულებასაც ვერ ახერხებს და ამ მიზნით აბსურდული, სასაცილო, თუმცა ამავდროულად მავნებლური მეთოდების გამოყენება დაიწყო.ამ პერიოდისთვის თბილისის მერიას 70 მილიონ ლარზე მეტი ნაშთი აქვს საბანკო ანგარიშზე, რაც იმის ერთმნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსად, ვერც თბილისის მერიაში ახერხებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებას, ანუ ბიუჯეტის შესრულებას. 2014 წლის 4 სექტემბერს დავით ნარმანიამ გამოსცა ბრძანება #508, რომლითაც ფაქტიურად მითითება მისცა საქალაქო სამსახურებს ავანსის სახით შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პროცენტი გაეთვალისწინებინათ. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობამ, მათ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, დაიწყო უპრეცედენტოდ დიდი ავანსების გაცემა. რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ავანსები გახლავთ სავალდებულო და გადასახდელი თანხების 95% და ცალკეულ შემთხვევებში 100%–საღწევს. ამ ოდენობით ავანსის გაცემის წესად ქცევა, ტენდერების უმრავლესობაში გამოყენება და მისთვის სავალდებულო ხასიათის მინიჭება საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეფექტური ხარჯვაა.
თბილისის საკრებულო – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ის სხვა ვიდეოები
02:02
,,სავალდებულო ავანსი“ - ბიუჯეტის ,,შესრულების“ მა...
00:59
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირე...
01:05
სევდია უგრეხელიძე მთავრობას ევროსაბჭოს რეკომენდაცი...
03:14
პროექტ "პანორამა თბილისის" მშენებლობის გამო ოქროყა...
05:48
"პანორამა თბილისის" მშენებლობა ნებართვის გარეშე უკ...
04:49
სამუშაოები, რაშიც მერიამ ფული წინასწარ გადაიხადა თ...
00:44
თბილისი სატრანსპორტო საცობების გარეშე
01:28
თბილისი სატრანსპორტო საცობების გარეშე
მსგავსი ვიდეოები
,,სავალდებულო ავანსი“ - ბიუჯეტის ,,შესრულების“ მავნებლური მ...
თბილისის საკრებულო – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სავალდებულო დაზღვევა სავაჭრო ობიექტებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება 22.04.21
Girchi TV • გირჩი ტივი
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება 03.02.21
Girchi TV • გირჩი ტივი
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება 19 01 21
Girchi TV • გირჩი ტივი
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება 01.03.21
Girchi TV • გირჩი ტივი
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება 21 12 20
Girchi TV • გირჩი ტივი
სავალდებულო საინფორმაციო გამოშვება - 09.03.21
Girchi TV • გირჩი ტივი