ტრამპის ასი დღე: სავაჭრო ომები თუ გლობალური შეთანხმებები? - რა ხდება მსოფლიოში?

05.05.2025 01:14:45

მაუწყებლის ყოველკვირეული მიმოხილვის მეშვიდე ეპიზოდი კვლავაც მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო. მიმოვიხილეთ უკრაინასა და შტატებს შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების დეტალები. მოუტანს თუ არა რაიმე სარგებელს ეს მოვლენა უკრაინას? ვისაუბრეთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღეზე. რით იყო გამორჩეული ტრამპი პირველი 100 დღის განმავლობაში? პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობა კვლავაც გრძელდება. რა არის ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ისტორიული მიზეზი? და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? შევეხეთ ირანის ბირთვულ პროგრამასაც და საპირველმაისო დემონსტრაციებს. 00:00 - 00:52 - შესავალი 00:53 - 10:52 - შეთანხმება შედგა: აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 10:53 - 24:56 - სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის: ამერიკის შეთავაზება და ქვეყნების პოზიციები 24:57 - 30:50 - ირანის ბირთვული პროგრამა 30:51 - 1:02:55 - ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე 1:02:56 - 1:10:00 - პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობა გრძელდება 1:10:01 - 1:10:55 - AFD ექსტრემისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოცხადდა 1:10:56 - 1:14:12 - საპირველმაისო დემონსტრაციები მთელ მსოფლიოში 1:14:13 - 1:14:45 - შეჯამება გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge

გაზიარება: