" ყველა იმ კომისიას, სადაც იქნებიან ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე, გამოვუცხადებ ბოიკოტს"


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
გიგა შუშანიამ ყველა ის კომისია დატოვა, სადაც გაწევრიანებული ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე არიან. ამ გადაწყვეტილების შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით საკრებულოს უმრავლესობამ სიძულვილის ენის ტირაჟირებაზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ შუშანია ბოიკოტს უცხადებს კერძო ინტერესების გატარებას ქუთაისის საკრებულოში. მან ეკონომიკური და საბიუჯეტო კომისიები უკვე დატოვა. შუშანიას შეუძლებლად და მიუღებლად მიაჩნია ამ ადამიანებთან ერთად რაიმე სახის მსჯელობა ქუთაისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან