TIGER AND LION / ვეფხვი და ლომი / Data Tavadze / Davit Gabunia

07/23/2018
RoyalDistrictTheatre-ის მიერ

Badisches Staatstheater Karlsruhe [გერმანია] და სამეფო უბნის თეატრი [ 14,15,16 სექტემბერი, 2018 ] თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ დათა თავაძის სპექტაკლის ქართულ პრემიერას

::: ვეფხვი და ლომი :::

ტექსტი: დავით გაბუნია / რეჟისორი: დათა თავაძე / სცენა და კოსტიუმები: სებასტიან ჰანაკი / მუსიკა: ნიკა ფასური
მონაწილეობენ: ანაგერლინდე დოდენჰოფი, ტიმო ტანკი, ანტონია მორი, სონია ვეგენერი, გუნარ შმიდტი, ალექსანდერ კიუსტერსი.

სპექტაკლის შესახებ:
1937 წლის სტალინურ რეპრესიებს საქართველოში უამრავი ხელოვანი და ინტელექტუალი შეეწირა; მათ შორის იყო 100-ზე მეტი მწერალი. რა ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს ამყარებს და ცდილობს, ჩანასახშივე ჩაკლას თავისუფალი გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა?

„ვეფხვი და ლომი“ დოკუმენტური წყაროების გამოყენებით შექმნილი ფიქციური ნაწარმოებია, რომელშიც პერსონაჟებს სახელები არა აქვთ. ისინი კრებითი სახეებია, რომლებიც საბჭოთა საქართველოს სისხლიანი ისტორიიდან ამოკრებილ მრავალ ბიოგრაფიას აერთიანებენ. ტიციან ტაბიძე, ოლია ოკუჯავა, მიხეილ ჯავახიშვილი... მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვისი ტრაგიკული ბედიც წარმოდგენაში აისახა. ცენტრალური ადგილი კი პაოლო იაშვილის „პროვოკაციულ“ თვითმკვლელობას უჭირავს, მაჩაბლის ქუჩაზე, იმჟამინდელ მწერალთა კავშირში მომხდარ ტრაგედიას, რომლის უტყვი მოწმეები ვეფხვის და ლომის ფიტულები, დღემდე ინახება შენობაში.

გერმანულ-ქართულ კოპროდუქციაში რეჟისორი დათა თავაძე და დრამატურგი დავით გაბუნია კარლსრუეს თეატრის გერმანელ მსახიობებთან ერთად გვთავაზობენ ტრაგიკული მოვლენების დისტანცირებულ და მკაცრ ანალიზს; ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მცდელობა, იპოვოს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა „დაიწყოს ისტორია“.

:::: სპექტაკლი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ::::

BADISCHES STAATSTHEATER KARLSRUHE [Germany] and ROYAL DISTRICT THEATRE in frames of TBILISI INTERNATIONAL FESTIVAL OF THEATRE presents a Georgian Premiere of a new show by DATA TAVADZE

::: TIGER AND LION :::

Text: Davit Gabunia / Directed By DATA TAVADZE / Stage and Costumes by SEBASTIAN HANNAK / music by NIKA PASURI
with: Annagerlinde Dodenhoff, Timo Tank, Antonia Mohr, Sonja Viegener, Gunnar Schmidt, Alexander Küsters

About performance:
In 1937, during the Great Terror numerous Georgian artists and intellectuals fell as victims of Stalin’s purges, including over 100 writers. What happens when the State establishes a total control and tries to exterminate every single attempt of free expression?

Tiger and Lion is a fictional play, though based on true stories, where characters have no names. They are collective images, combining the biographies from the bloody history of Soviet Georgia. Tizian Tabidze, Olga Okujava, Mikjeil Javakhishvili... are among those whose tragic destinies are reflected in the play; centering on Paolo Iashvili’s “provocative” suicide, at the former Writers’ Union (Machabeli Street), the tragedy witnessed by stuffed figures of the lion and the tiger, kept in the same house up till present.

In German-Georgian co-production the director Data Tavadze and the playwright Davit Gabunia together with the German actors of Staatstheater Karlsruhe present a distanced and strict analysis of the tragic events. The artistic team attempts to find the starting points from where “history should start”.

The production was supported by Goethe Institut.

http://www.tbilisiinternational.com/g...
http://www.staatstheater.karlsruhe.de...