სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა

ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია - ასეთია სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი ყოფილ პრეზიდენტთან ნოემბრის, დეკემბრის და იანვრის სამი ვიზიტის შედეგებს აჯამებს. კონსილიუმის წევრთა შეფასებით, ექს-პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს, რასაც შესაბამისი სპეციალისტი სჭირდება. სარეაბილიტაციო პროცესის გავლას ჯგუფის წევრები ციხის გარეთ ემხრობიან, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც შესაძლებლად მიიჩნევენ. დასკვნაში საუბარია მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარების აუცილებლობაზეც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები