მოყვარულთა თეატრი - ლეონტი შიოშვილი (ექსპერტი)

09/27/2013
Rustavi Amateur Theatre-ის მიერ

მათთვის, ვისაც აქვს თეატრალური უნარები, სურს სცენაზე გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები, ან უბრალოდ ნახოს მოყვარულთა დასის მიერ შექმნილი სპექტაკლები, რუსთავში დაარსდა \"მოყვარულთა თეატრი\" \"მოყვარულთა თეატრი \"- ეს არის რუსთავის სტუდენტური ფორუმის მე-4 კომიტეტის პროექტი და მას თეატრ „ბრავო\"-სთან ერთად განახორციელებს, რომელიც წამოწყებულ საქმეს მთელი სეზონის განმავლობაში გაუწევს პარტნიორობას.

„მოყვარულთა თეატრი\" გულისხმობს მოყვარულ მსახიობთა ცვალებად დასს, მაყურებლებს, კრიტიკოსთა გუნდს (რომელებიც ოფიციალურად დარეგისტრირდებიან მოყვარულთა თეატრის მიერ შექმნილ ბაზაში) დამწყებ რეჟისორებს და თეატრალურ ექსპერტებს (მოქმედი მსახიობები). მოყვარულთა თეატრის რეჟისორები დადგამენ სპექტაკლებს, რომლებსაც დაესწრებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მაყურებლები, პერსონალური საშვებით.
პროექტის ორგანიზატორია: \"რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის\", სტუდენტური ფორუმის მე-4 კომიტეტი.

პროექტის პარტნიორი: თეატრი „ბრავო\"

პროექტის მხარდამჭერი: ა.ა.ი.პ.ი. რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი

საინფორმაციო მხარდამჭერი: სტუდენტური ტელევიზია - STV

მოყვარულთა თეატრის მონაცემთა ბაზაში მსახიობის, კრიტიკოსის ან მაყურებლის სტატუსით დასარეგისტრირებლად შეავსეთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/1loMN...

PR ჯგუფის ხელმძღვანელი: სალომე აბულაშვილი
ტელ. 598 202 785

FACEBOOK: RustaviAMateurTheatre