ძუძუს კვანძის ვაკუუმ რეზექცია - Breast Vacuum Resection
ვაკუუმ ასისტირებული რეზექცია, ანუ იგივე ვაკუუმ რეზექცია ძუძუს ფიბროადენომების და სხვა კვანძების მოცილების თანამედროვე უოპერაციო მეთოდია. ის რეკომენდებულია ევროპის და ამერიკის წამყვანი ცენტრების და მამოლოგიური ასოციაციის მიერ, როგორც სექტორალური რეზექციის მცირეინვაზიური ალტერნატივა ფიბროადენომისა და სარძევე ჯირკვლის სხვა ტიპის წარმონაქმნების მოცილებისთვის, აგრეთვე ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის. ვაკუუმ რეზექცია ანუ ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია დაინერგა საქართველოშიც და ტარდება კლინიკა "ნიუ პლაზმაში" 2019 წლის ივლისიდან. ვის შეიძლება გაუკეთდეს ვაკუუმ ასისტირებული ექსციზია? სადიაგნოსტიკო მიზნით: ძუძუს კიბოზე საეჭვო მცირე ზომის კვანძების მოცილება, რომელთა ბიოფსია ტექნიკურ სიძნეელებს წარმოადგენს. ულტრაბგერით გამოკვლევისას ხილული, სარძევე ჯირკვლის არაპალპირებადი კვანძოვანი წარმონაქმნის ბუნების დაზუსტება სამკურნალო მიზნით: ფიბროადენომების, კომპლესური ცისტების, სადინარშიდა პაპილომების და სხვა კვანძოვანი წარმონაქმნების მოცილება, როგორც ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა. მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლევით ვიზუალიზებადი მცირე წარმონაქმნების მოცილება დიაგნოსტირება. მეტი ინფო: https://fibroadenoma.net/ge/
მსგავსი ვიდეოები
ძუძუს სკრინინგი და "მოდარაჯე" კვანძის მარკირება
Vian
ძუძუს კიბო | დიაგნოსტიკა და მკურნალობა
შუადღე GDS / shuadge GDS
ძუძუს მთა
ლაშქრობა
ძუძუს კიბო
Radio Atinati
ძუძუს კიბოს, პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მისი მნიშვნელ...
ექიმები საზოგადოებისთვის
ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძუძუს ექსპანდერი მაგნიტური სარქვლით
DocTemur BreastSurgeon
ძუძუს სიმსივნის ვაკუუმ რეზექცია კლინიკა "ნიუ პლაზმაში"
Plasma Clinic \u0026 Lab