საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 32 წლისაა!

30.03.2022 02:25

1990 წლის 30 მარტს, საქართველოს პირველმა ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი! საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაარსება ნიშნავდა ქართული ფეხბურთის ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობასთან შეერთებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე, ერთმანეთს ფოთის კოლხეთი და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. მაყურებლებით სავსე მოედანზე, ცენტრიდან ბურთი ვიტალი დარასელია უმცროსმა გააგორა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩიც სწორედ ასე დაიწყო. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო