ნინო ფირცხალავას ვიდეოლექცია - „ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისური ეზო“.
„სულაკაურის გამომცემლობა“ და „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები" კამპანიის „ვკითხულობ ქართულის“ ფარგლებში წარმოგიდგენთ ლიტერატურათმცოდნის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნინო ფირცხალავას ონლაინ ლექციას სახელწოდებით - „ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისური ეზო“. საუკუნეების განმავლობაში თბილისი არაერთხელ ასახულა მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ მოგზაურთა ჩანაწერებში. სწორედ თბილისის ყოფა, ტემპერამენტი და ხასიათია მხატვრულად ასახული თანამედროვე ქართველი მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის რომანში - „ზინკა ადამიანი“. ლექციაში ქალბატონი ნინო ქალაქის წარსულსა და იმ კულტურულ პროცესებს მიმოიხილავს, რომლებიც საფუძვლად დაედო „ზინკა ადამიანს“ და რომლებიც რომანის ხასიათსა და მის მხატვრულ სამყაროს ქმნის. „ვკითხულობ ქართულს“ ჩვენი ახალი პროექტია, რომლის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. კამპანიის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე ჩვენს ფეისბუქ გვერდზე წარმოგიდგენთ ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.
Sulakauri Publishing-ის სხვა ვიდეოები
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ტოკშოუში "სხვა შუა დ...
მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა
„ვეფხისტყაოსანი“: გრაფიკული რომანი (დილა ფორმულაზე...
07:00
გოგი გვახარია გიორგი მაისურაძის 'დაკარგული კონტექს...
33:31
ნიკოლოზ აგლაძის ვიდეოლექცია - არჩილ ქიქოძის „სამხრ...
07:26
მალხაზ ხარბედია - აკა მორჩილაძის "obOle"
06:29
მალხაზ ხარბედია - სტიგ ლარსონის 'გოგონა, რომელიც ც...
მსგავსი ვიდეოები
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამა - „უცხოური ლიტერატუ...
ნინო ფირცხალავა, ე.თ.ა. ჰოფმანი - "პატარა ცახესი, ცინობერად...
Ilia State University
ნინო ფირცხალავა - ილიაუნის პროფესორი
Mediaportal Iliauni
თქვენს კითხვებს ალერგოლოგი ნინო ფირცხალავა პასუხობს
PalitraNews
#დღისკოდი ჟანრული ლიტერატურა - სტუმარი: ნინო ფირცხალავა - ლი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ჟანრი და ჟანრულობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ქართული მწერლობა - ევროპული კულტურის ნაწილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამეცნიერო კაფე: „სამყაროს განჯადოების ლიტერატურული მოდელი“
Ilia State University