ნინო ფირცხალავას ვიდეოლექცია - „ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისური ეზო“.
06/04/2021
Sulakauri Publishing-ის
მიერ
„სულაკაურის გამომცემლობა“ და „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები\" კამპანიის „ვკითხულობ ქართულის“ ფარგლებში წარმოგიდგენთ ლიტერატურათმცოდნის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნინო ფირცხალავას ონლაინ ლექციას სახელწოდებით - „ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისური ეზო“.
საუკუნეების განმავლობაში თბილისი არაერთხელ ასახულა მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ მოგზაურთა ჩანაწერებში. სწორედ თბილისის ყოფა, ტემპერამენტი და ხასიათია მხატვრულად ასახული თანამედროვე ქართველი მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის რომანში - „ზინკა ადამიანი“. ლექციაში ქალბატონი ნინო ქალაქის წარსულსა და იმ კულტურულ პროცესებს მიმოიხილავს, რომლებიც საფუძვლად დაედო „ზინკა ადამიანს“ და რომლებიც რომანის ხასიათსა და მის მხატვრულ სამყაროს ქმნის.
„ვკითხულობ ქართულს“ ჩვენი ახალი პროექტია, რომლის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია. კამპანიის ფარგლებში ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე ჩვენს ფეისბუქ გვერდზე წარმოგიდგენთ ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.