14
ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა. რუსეთთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების განცხადებებში ახალი გზავნილები ჩნდება. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გამოსვლას, სადაც მან არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაბალანსებული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სწორედ ამ კონტექსტში იყო ნახსენები რუსეთთან ვაჭრობა, რაც ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პარალელურად გიორგი ვაშაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას ითხოვდა, ხაზს უსვამს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ახლაც ეწინააღმდეგება და ამ საკითხს არც წარსულში უჭერდა მხარს. ვაშაძე არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც რუსეთთან მიმართებაში მანამდე გაკეთებული რადიკალური განცხადებები შეცვალა და ტონი მნიშვნელოვნად შეარბილა. თუმცა, მათი დღევანდელი ხედვა და პოზიციები ამავე პოლიტიკური აქტორების მიერ არცთუ შორეულ წარსულში გაჟღერებულ გზავნილებს მკვეთრად ეწინააღმდეგება. თათია მაყაშვილი არკვევდა, რას უკავშირდება ოპოზიციის მიდგომების შეცვლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
დავით ჯელაძე და პატარა მაშო | როგორ გადავრჩი - სეზონის პირვე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ინას ისტორია
Menu.ge
მედია ომში | ბაიასთან
როინ ვაშაძის მკვლელობა და „ნაცმოძრაობის“ ლუსტრაცია
TV IMEDI
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 3, სერ 7
ჩემი ცოლის დაქალები
#მოამბე 15 საათზე, 14 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვერცხის მოთავსება ბოთლში, ბოთლიდან - ქილაში
ნორჩი მეცნიერი - FUN LaB
ცხოვრება ასუფთავებს - ურთიერთობის სტატუსი ჩახლართული ეპიზოდი...
ურთიერთობის სტატუსი: ჩახლართული