სკოტ ტუროვი ილიაუნიში

04.01.2017 01:04

5 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სისხლის სამართლის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი მწერალი და იურისტი სკოტ ტუროვი ეწვია. ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართა მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის - „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ (Presumed Innocent) - ჩვენება. ჩვენების დასრულების შემდეგ კი მწერალმა და იურისტმა ილიაუნის სამართლის სკოლა - Iliauni School of Law-ის სტუდენტებს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე, სასამართლო რეფორმაზე, სამოქალაქო ვალდებულებებსა და ადვოკატირებაზე ესაუბრა. #მოამბე

გაზიარება: