დაგდაგანი - ძვირიან რესტორანში

03.05.2020 03:02

/ dagdaganband   Bulbula Home studio presents: Vocals - Tsotniko Guitar - Kochla Guitar - Migro Bass - Mate Drums - Bulbula Photo: Ninuca Kakabadze შენ ჯერ ხარ 31 წლის და დიდი ბიჭის შარვალს უკვე ეჩვევი შენ ყველას დამცინავად ელაპარაკები ვინც შენზე ნაკლები ხელფასით დადის ძველ მეგობრებს არ კადრულობ პრინციპულად და მთელი დღე სულ მარტო ეწევი და ბარიგაც სამმაგად გაძლევს რაღაცა ნაგავს იმდენად მასაც არ ევასები და შენ მარტო ჭამ ძვირიან რესტორანში ზიზღით გიყურებენ ქალები და არც ცოლი გაძლევს საყვარელო სახლში ოფისშიც ხალხს ეცოდები შენ შარშან იყავი ევროპაში თვითონ არ იცი იქ რა გინდოდა მთელი დღე შენ იჯექი შენს ოთახში სანამ ყველა უშენოდ ერთობოდა და შენ გაქვს ძალიან მაღალი განათლება რაც დაგეხმარა სამსახურის ნახვაში ერთხელ ადგა და გითხრა მამაშენმა რომ პრობლემა არ იქნებოდა ამაში და შენ მარტო ჭამ ძვირიან რესტორანში დადიხარ გოიმურ კლუბებში და არც ცოლი გაძლევს საყვარელო სახლში სული ამოგხვდა იაფიან მუტლებში შენი მამიკო მალე კვდება შენთვის არავინ არის მისი შემცვლელი და მისი ადგილი შენ კიარ გრჩება ყველამ ვიცით რა მოდის შემდეგი შენ ვეღარ ჭამ ძვირიან რესტორანში გაქვს ძველი მეგობრების იმედი მაგრამ არც ცოლი დაგრჩა საყვარელო სახლში და ძველ მეგობრებს შენ აღარ სჭირდები ...იმიტომ რომ შენ ...ყოველ დღე მარტო ჭამდი ძვირიან რესტორანში ზიზღით გიყურებდნენ ქალები არც ცოლი გაძლევდა საყვარელო სახლში და ოფისშიც ხალხს ეცოდებოდი

გაზიარება: