Irina Batiashvili ირინა ბათიაშვილი.რადიო იმედი.თემა:სიცოცხლის უფლება,პრაქტიკა,კაცთა მიმართ ძალადობა

09/26/2020
irina batiashvili-ის მიერ

რადიო იმედი - საღამოს არხი ზაზა ჭითანავასთან ერთად. სტუმარი: ირინა ბათიაშვილი, იურისტი, სამართალმცოდნე.
08.07.2020

თემა:
მიმოვიხილეთ კაცთა მიმართ ძალადობა და მსოფლიოს სტატისტიკა.
მიმოვიხილეთ სიცოცხლის უფლება საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ “იურისტის” მე-9 ნომერში გამოცემული ჩემი სტატიის “სიცოცხლის უფლება - კონსტიტუციის თეთრი სამოსის” შესაბამისად.
რა არის სიცოცხლის უფლება, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაერიოს ადამიანის სიცოცხლის უფლებაში სახელმწიფო და როდის არის გამართლებული სამართლებრივად მისი ქმედება;
მიმოვიხილეთ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პატიმრებთან მიმართებაში.
სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ჩვენ არ უნდა აღვიქვათ როგორც სადაზღვევო პაკეტი. თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა შექმნას ისეთი გარემო, დაგეგმოს ისეთი სტრატეგია, განახორციელოს ისეთი პრევენციული ღონისძიებები, რომ მოქალაქეებმა დაცულად ვიგრძნოთ თავი და მშვიდად ვიყოთ.
ვფიქრობ, ეს ნაშრომი საინტერესო იქნება საკონსტიტუციო სამართლისა და ძირითადი უფლებების კურსის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. ასევე, ამ სტატიით ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე შეძლებს დემოკრატიის ერთ-ერთი საწყისი უფლების როგორც სიღრმისეულად გაცნობას, ასევე მარტივად პრაქტიკულ მაგალითზე სახელწმიფოს ვალდებულებათა დანახვას.
ახლა კი, ჩემი სტატიის მოკლე ანოტაციას წარმოგიდგენთ:
ადამიანს ცივილიზაციების შექმნის დღიდან გაუჩნდა ის ერთი უფლება - რასაც სიცოცხლის უფლება ჰქვია. რა არის სახელმწიფოს ვალდებულებათა ნუსხა სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით პატიმრებთან მიმართებაში? ამ საკმაოდ რთულ კითხვაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში არსებული მსჯელობით კიდევ ერთხელ გვიპასუხა.
დაავადების ადეკვატური მკურნალობა და სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ადეკვატური მკურნალობა - ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტერმინია იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ჯანმრთელობის სფერო ვერ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.
უსაფრთხოება არის დედააზრი, კვანძი და საწყისი მოჯადოებული წრის - უსაფრთხოდ არსებობის, უსაფრთხოდ ცხოვრების გაგრძელების, მაშასადამე, სიცოცხლის უფლებით უსაფრთხოდ სარგებლობის! ინგლისელი დიდი მოაზროვნის თომას ჰობსის ნაშრომში „ ლევიათანი“ ასახული მიდგომის თანახმად, მარტივ ენაზე რომ ითქვას, ადამიანი საზოგადოებრივი ხელშეკრულების სახით (ანუ თანხმობით დაემორჩილოს სახელმწიფო ხელისუფლებას) სამოქალაქოდან სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე გადადის ავტომატურად და ამის ამოსავალი წერტილი უსაფრთხოებაა.
ჩვენ, სამართალმცოდნეები, ვამბობთ, რომ კანონმდებელი ადგენს ადამიანის ძირითად უფლებათა ჩამონათვალს შებოჭვის იმედით და კონსტიტუციამ უნდა განსაზღვროს იმ უფლებათა ჯაჭვი, რომელთაც თავადაც პატივს სცემს და მათ პატივისცემას სხვებსაც აიძულებს. თეორიულად კონსტიტუციის ლეგიტიმაცია საზოგადოების აქტიურად მონაწილეობის პირდაპირ პროპორციულია.
და ზუსტად აქ შებოჭვის იმედის გვერდით ჩნდება ხელისუფლების თვითშეზღუდვა. დიდი გერმანელი მეცნიერის გეორგ ელინეკის თეორია ქმნის ტრიადას ცივილიზაციებს, სამართალსა და ფილოსოფიურ დოგმებს შორის. აუცილებელია ინდივიდმა შეიმეცნოს და განიცადოს ის სამართლის ნორმა, რომელიც ხელისუფლების შემოქმედებაა. ამ შეგნების და შემეცნების პროცესში მოდის ახალი ეტაპი რწმენის სახით. ზუსტად რწმენა არის ის მუდმივობის და სიცოცხლის წყარო, რომელიც ნორმატიულ ძალას ჩუქნის სამართალს და თითეული ჩვენგანის მოქმედების განმსაზღვრელი ხდება.
ბოლოს კი დავასრულებ ფილოსოფიის სიმბოლოს პლატონის სიტყვებით:
„სამართლიანი სამართალი არის ღვთიური წესრიგი“.

ელექტრონული ვერსია იხილეთ ლინკზე: https://docs.google.com/viewerng/view...