დედაქალაქის მერმა „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვა

16.10.2016 03:55

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ 7 ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, რესტავრატორ ლელა ნინოშვილს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმ მაია სვანიშვილს, 41-ე ბაღის დირექტორ მაყვალა ჩუბინიძეს, ბიბლიოთეკარ ნანა ხომერიკს, მეტროს მემანქანე შაქრო ხვედელიძეს, N19 ხელოვნების სკოლის დირექტორ თამაზ მოლაშვილს და რესტავრატორ ზაზა ჯალალს გადაეცათ. #თბილისზემზრუნველი2016 #თბილისობა2016

გაზიარება: