ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"

04/06/2022

ილია ჭანტურიას ისტორიული რომანი ''გემი დავლანდე'' მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოზეა. გემმა ''სირიუსმა'' ამსტერდამიდან ფოთისკენ აიღო გეზი, ეკიპაჟმა იარაღი უნდა ჩამოიტანოს აჯანყებულებისათვის. ხომალდის დასახვედრად უტა დადიანი მიიჩქარის. მან თავის სახელზე უარი თქვა და თავისი ბავშვობის მეგობრის სახელი აირჩია, რომელიც ფეოდალების სისასტიკეს შეეწირა.

რომანი აცოცხლებს ტრადიციას, რომელიც სათავეს იღებს ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებიდან. ნინოშვილმა 1886-87 წლებში დაწერა ისტორიული რომანი ''ჯანყი გურიაში''. მწერალი პირადად იცნობდა 1841 წლის გურიის აჯანყების მონაწილეებს. აჯანყებულების წინააღმდეგ, სამეგრელოს მთავარმა დადიანმა სამეგრელოს გლეხები დარაზმა. მათ არ სურდათ თავიანთი ძმების წინააღმდეგ ომი. რამდენიმე წელიწადში ფეოდალების წინააღმდეგ სამეგრელო აჯანყდა.
თანამედროვე მკითხველს საუკუნეზე მეტი დრო და გაბატონებული იდეოლოგიის შექმნილი უფსკრული აშორებს ძველ მეომრებთან. ყველაფრის მიუხედავად, ავტორი ახერხებს რეალისტურად დახატოს მათი სახეები.

გვიპოვეთ აქ:
Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.ge
Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli...
Twitter: https://twitter.com/mautskebeli
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან