ლელა წურწუმია \u0026 ზურა დოიჯაშვილი - ვერ აგისრულე /Lela Tsurtsumia \u0026 Zura Doijashvili - Ver Agisrule

15.11.2018 04:47

Album: Popular Duets Year: 2002 Composer: Nodar Nikolaishvili Lyricist: Z. Goshadze Spotify: https://shorturl.at/cjF26 iTunes - https://shorturl.at/cexRT ©℗ GMI Rights Management Subscribe: https://shorturl.at/oEJ68 სიმღერის ტექსტი: ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან... შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილი და სილამაზე ფერთა. ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან! გადამიფრინდი ჩიტის ბარტყივით, ბევრი ვიარე ერთად, მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები, ვერ დავემალე ვერსად, ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან! სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი არ არსებულა ქვეყნად, სულმა სიამე შენთან განცდილი ვეღარსად ჰპოვა, ვერსად, – ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, მე ისევ მოვალ შენთან! მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები, ვერ დავემალე ვერსად, გული საოცარ დარდით დაჭრილი ფეთქავს და აღარც ფეთქავს... ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან! ბოლომდე შევსვი სევდის ფიალა, – მაბნევს სიმუქე ფერთა... მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე, შენ სიყვარულის ერთავ! ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, – ისევ მოვედი შენთან! სხვა სიყვარულის უცხო ნაპირი არ არსებულა ქვეყნად, სულმა სიამე შენთან განცდილი ვეღარსად ჰპოვა, ვერსად, – არ აგისრულე, რასაც დაგპირდი, მე ისევ მოვალ შენთან! #ლელაწურწუმია #ზურადოიჯაშვილი #ვერაგისრულე

გაზიარება: