თედო თხილაიშვილი - "მე ვინ მომიტანს ვარდებს" Tedo Tkhilaishvili - "Me Vin Momitans Vardebs"

09/17/2021
Sofia Nioradze-ის მიერ

კომპოზიტორი - ნუნუ გაბუნია.
ლექსი ლილი ნუცუბიძის.
Music by Nunu Gabunia.
Lyrics by Lili Nutsubidze.
#მევინმომიტანსვარდებს

ის სიყვარული სად დაიკარგა,
ცხარე ცრემლები მცვივა,
ზეცამ მზით კალთა ამოიქარგა,
მე კი უშენოდ მცივა.

არ დაეთმობი ამ გულს იოლად,
სიზმარში შენ ერთს გნატრობს,
გვეძახის ჩვენი ჩიტი ჩიორა,
როგორ წავიდე მარტო.

ჩუმად რომ კვნესის ჩემი გულია,
ვეღარ გაუძლებს ამდენს,
ვაიმე, ჩემო, გაზაფხულია,
მე ვინ მომიტანს ვარდებს!