დილა როა - ბაღა შემოაღებს კარს // #არდაიჭირო

06/02/2015
Giorgi Chilaia-ის მიერ

#არდაიჭირო #2ივნისი

ბაღას მოსაწვევი აქვს!
fb: http://on.fb.me/1M8dT5X


ბაღა შემოაღებს კარს
ბაღას მოსაწვევი აქვს
ბაღა შემოაღებს კარს
ბაღას მოსაწვევი აქვს

პირით მოაქვს ბალახი და ძუძუებით რძე
ბაბანიდან ბაბანამდე არ ანათებს მზე, წევს
თეძოზე და ქალაქშია დარი
ნუ მოიწყენ მაშინ, როცა ერთი ჩაყრაც არი
არ გვჭირდება ლურჯი მითი, მამალო ან ვანილი
პატარძლის დაკრეფილი გვაქვს მწვანილი და მწვანილი
ბაღას ღერი მოუღერეს, ეჭვი არ გაურია
აქ ვერ ნახავ მოუწვეველს ყველა მოწვეულია

[მის]

ბაღა ლაღად დალაღლაღებს, აღებს კარებს სულს ახარებს
ღარს ასაღებს მთელი ღამე, სიამეა კაი რამე,
გუნება გაქვს არეული, ან ფიქრობ რომ ხარ ეული
რძე თუ გინდა მორეული, ბაღა არის ბროწეული
სუ ღიმილით მოგონება ძველი კაი დროების
სათითაოდ მოშორება ყველა ჰაშიშროების
მთვარე არი კაი რამე, მზემაც დაიბაბანა
ნუ მოიწყენ, გაიღიმე - შენ ხარ მარი თუ ანა.

[მის]

და თუ გრძნობ რომ შენს გულში იკლო იმედმა
სულში მხნეობამ ან
გონში სინათლემ
გახსოვდეს რომ ის კვლავ მოვა შენთან, თუ დაელოდე, თუ დაიჯერე და თუ ინატრე!
რადგან ყველაფერს იტანს ბაღა, ყველაფრის სჯერა და აქვს იმედი, რომ მის მოტანილს არ ჰყავს სადარი; იტყვის: მოვედი! ბოთლი სად არი?!
იგრძნობთ ნელ ნაბიჯს, სწრაფ გულისცემას, ბაღამ საცაა კარი გააღოს
ის შემოაღებს კარს და ჰაერში აფრქვევს სიყვარულს როგორც არასდროს

------------------------------------------------------------------------

კლიპში დოხუია ბლარისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუძღვნით ბუნდოვნების ეროვნულ კომისიას.