TISIFF 2018 / მარიამ ჯაში: TISIFF 2015-ის რეკომენდაციები და TISIFF 2018 - ის მოსალოდნელი შედეგები

15.12.2018 26:09

TISIFF 2015 Recommendations and Expected Results of TISIFF 2018 Hon. Mariam Jashi - President of the Leading Group on Innovative Financing, Chairperson of Education, Science and Culture Committee, Parliament of Georgia მარიამ ჯაში - ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „TISIFF 2015 რეკომენდაციებზე და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018) მოლოდინებზე ისაუბრა. მან სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ინოვაციური დაფინანსების ძირითად სირთულეებზე. „ძირითადი სირთულე არის 37 ტრილიონი დოლარის მოპოვება, რომელიც საჭიროა 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საუბარია წელიწადში 2,5 ტრილიონის დეფიციტზე. ფინანსური დეფიციტი განსაკუთრებით კრიტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ფინანსური შემოსავლები ძალიან დაბალია. ამასთან, ტენდენციებიც არ არის ოპტიმისტური“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) -ის მიერ გაცემული დახმარების ოდენობა თუმცა, ეს არ არის საკმარისი. „ინოვაციურ დაფინანსებას აქვს ტრანსფორმაციული ხასიათის როლი, იმისთვის რომ დააფინანსოს მდგრადი განვითარების მიზნები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 15.12.2018

გაზიარება:
Paliani