/ mcompanycups
/ mcompanycups
ინოვაცია ქართულ ბაზარზე
მენსტრუალური ჭიქა
ყველაზე კომფორტული მზადდება სამედიცინო კლასის რბილი სილიკონისგან
ხარჯთეფექტური ყიდულობ 10 წელიწადში ერთხელ
ეკომეგობრული გარემოში ადვილად გადამუშავებადი
არ გაკარვინებს დროს მოიხმარ 12 საათის განმავლობაში *
*ყოველ 4-12 საათში ერთხელ ჭიქა უნდა დაიცალოს და ახლიდან ჩაიდგას, ეს დამოკიდებულია გამონადენის რაოდენობაზე
რა არის მენსტრუალური ჭიქა?
მენსტრუალური ჭიქა არის ქალის ჰიგიენური საშუალება, რომელიც მენსტრუაციის დროს საშოში იდგმება. ის აგროვებს მენსტრუალურ სითხეს და იცავს სამოსს დალაქვისგან. მენსტრუალური ჭიქა მზადდება მოქნილი სამედიცინო კლასის სილიკონისგან. ის ზარის ფორმისაა, რომელსაც აქვს ღერო, რაც გამოიყენება ჩასადგმელად და მოსაშორებლად.ამ ფორმის მენსტრუალური ჭიქა იდგმება საშოს კედლებს შორის,საშვილოსნოს ყელის საპირისპიროდ.
რატომაა ის ხარჯთეფექტური ?
ერთი ჭიქის მოხმარბა შეიძლება 10 წლამდე. ამიტომ მენსტრუალური ჭიქის გამოყენება გრძელვადიანი, ხოლო ღირებულება დაბალია, თუ შევადარებთ, ამ პერიოდში შეძენილი ერთჯერადი ტამპონების ან საფენების ჯამურ ფასს. საწყისი ღირებულება, რა თქმა უნდა უფრო მაღალია ვიდრე სხვა ჰიგიენური საშუალებების.
მაგალითად, ყოველთვიურად საქართველოში რეპროდუქციული ასაკის თითოეული ქალბატონი ხარჯავს საფენების ან ტამპონების საყიდლად დაახლოებით 7-20 ლარს (დამოკიდებულია, რომელი ბრენდის ჰიგიენურ საშუალებას მოიხმარს) ანუ წელიწდიში, ამისთვის დაახლოებით 80-დან 240 ლარამდე იხარჯება. მენსტრუალური ჭიქის შეძენის შემთხვევაში, რომელიც 35 ლარი ღირს და წლობით მოიხმარ. ქალებს შეუძლიათ დაზოგონ 800-დან 2 400 ლარამდე თანხა. თუმცა ეს ყველაფერი არაა.
რატომაა მენსტრუალური ჭიქა ყველაზე პრაქტიკული?
მენსტრუალური ჭიქა გამოირჩევა პრაქტიკულობით. მზადდება სამედიცინო რბილი სილიკონისგან. მომხამრებელი, სრულიად ვერ გრძნობს, როცა ჭიქა სწორადაა ჩადგმული. მისი გამოყენება განსაკუთრებით სასიამოვნოა, ზაფხულის ცხელ დღეებში, აუზზე ყოფნისას, ძილის დროს და უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რატომაა მესნტრუალური ჭიქა ეკომეგობრული?
მისი ეკომეგობრულობა, მტკიცდება 2 არგუმენტით:
1. სამედიცინო კლასის სილიკონი 100%-ით გარემოში ხრწნადი და ადვილად გადამუშავებადია;
2. რადგან 1 მენსტრუალური ჭიქის გამოყენება შესაძლებელია წლობით. მისი მოხამრბა მნიშვნელოვნად ამცირებს მენსტრუალური ციკლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ოდენობას. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად მცირდება ნარჩენების რაოდენობა, ასევე მცირდება მათ შეფუთვაში დახარჯული მასალის რიცხვიც.
როგორ გვეხმარება ის დროის სწორად გადანაწილებაში?
ყოველ 4–12 საათში ერთხელ (მენსტრუალური გამონადენის ოდენობიდან გამომდინარე), თასი უნდა დაიცალოს, გაირეცხოს და ხელახლა ჩაიდგას. ყოველი პერიოდის დასრულების შემდეგ, თასს გასტერილება სჭირდება მდუღარე, 100 0C-იან წყალში. ტამპონებისა და საფენებისგან განსხვავებით, ჭიქა აგროვებს მენსტრუალურ სითხეს და არ იწოვს მას. ესაა ის მარტივი რუტინა, რომელიც ჭიქის მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ.
რას გთავაზობთ ჩვენ?
“Mcompany “ გთავაზობთ ამ ინოვაციურ პროდუქტს ქართულ ბაზარზე - მენსტრუალურ ჭიქას. შემოთავაზებაშია მენსტრუალური ჭიქის ორი ზომა: პატარა (S) - ვაგინალურად არანამშობიარები ქალებისთვის და უფრო დიდი (L) - ვაგინალურად ნამშობიარები ქალბატონებისთვის. ასევე, ყველა ქალს შეუძლია გემოვნების მიხედვით შეარჩიოს სასურველი ფერის ჭიქა. ჩვენი ვარიანტებია: გამჭვირვალე - თეთრი, ვარდისფერი და იასამნისფერი მენსტრუალური ჭიქები.
მენსტრუალური ჭიქა უსაფრთხო და უდავოდ საუკეთესო ვარიანტია მენსტრუალური ჰიგიენის სხვა საშუალებებთან შედარებით.
ვიდეოს წყარო - • How to use a Menstrual Cup – In-depth...