ხმაური მარტვილის საკრებულოში


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომის ჩატარების თარიღი განსაზღვრა. საკრებულოების პირველი სხდომები, 3 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, ის მიღებისთანავე ამოქმედდა. ახალი საკრებულოების შეკრებამდე, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ უკვე დაამტკიცა რამდენიმე ქალაქში, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ მარტვილის საკრებულოშიც. სადაც ოპოზიციის წევრები არიან შეკრებილები. ისინი მოუწოდებენ საკრებულოს შემადგენლობას, რომელსაც ვადა ეწურება, არ განიხილონ საკითხი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ განიხილოს. ადგილი ჰქონდა მცირე ხმაურს. ოპოზიცია მოითხოვდა საკრებულოს სხდომას დასწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე, უმრავლესობის განცხადებით, სხდომა კოვიდრეგულაციების შესაბამისად გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან