samsung galaxy s8 s8+ის პრეზენტაცია

13.04.2017 03:19

12 აპრილს, საღამოს 8 საათზე Samsung-მა ქართველ მომხმარებელს უახლესი მოდელები Galaxy S8 | S8+ წარუდგინა. პრეზენტაცა ტექნო პარკში გაიმართა, რომელსაც კომპანიის პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების წარმდგენი იყო სამსუნგის სათაო ოფისიდან სპეციალურად მოწვეული წარმომადგენელი, ეონ კიმი. Galaxy S8 | S8+ არის სმარტფონების განვითარების მწვერვალი და სამყაროს შეცნობის ახალი გზა. უსაზღვრო ეკრანი, უსაფრთხოების ინოვაციური მექანიზმი, დახვეწილი კამერა და საუკეთესო მახასიათებლები - ეს ახალი სმარტფონების უპირატესობებია. #GalaxyS8 - აღმოაჩინე შენი ტელეფონი #GalaxyS8UnpackEvent

გაზიარება: