პირველი პაციენტები საველე ჰოსპიტალში

საქართველოში უკიდურესად გართულებული ეპიდვითარებისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო, დიღმის საველე ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო. ამ დროისთვის იქ ცხრა პაციენტია მოთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 59 პაციენტი ემსხვერპლა, 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, მომატებულია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი და ის 10,22% შეადგენს. როგორია საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა, თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები