7

06/30/2024

„ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ყოფილი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს. „აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგობის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და, რა თქმა უნდა, უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების თავისუფლებისთვის. მე გთავაზობთ, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში. როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება. აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელ ევროპაზე გასასვლელად. ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.